ვარციხის ახალგაზრდული ცენტრი დღეს გაიხსნება
ვარციხის ახალგაზრდული ცენტრი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ცენტრი საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შეიქმნა . ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგიონის ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღებას და მათ კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვას.
ახალგაზრდული ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე ვარციხის ახალგაზრდული ცენტრის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაც გაიმართება.
ოფიციალური გახსნის შემდეგ ვარციხის ცენტრიდან დაიწყება ტრენინგ- კურსების ციკლი "პროფესიული უნარების განვითარება". კურსი განკუთვნილია 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული უნარების განვითარების საკითხებით.
ოფიციალურ გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ვარციხის მუნიციპალიტეტისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

























