საქართველოს მაღალმთიან ადგილებში თოვლი და ყინვაა

საქართველოს მაღალმთიან ადგილებში თოვლი და ყინვაა

საქართველოს მაღალმთიან ადგილებში წუხელ თოვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუხცადეს, წუხელ ღამით თოვდა მესტიაში, შოვში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში.

ამასთან, გუდაურში თოვლის საფარმა 20 სმ შეადგინა, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იყო. დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა სტეფანწმინდაშიც _ -1 გრადუსი.

მესტიაში თოვლის საფარი 5 სმ-ია, ჰაერის ტემპერატურა კი, 0 გრადუსი დაფიქსირდა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ამაღამ ღამით ყინვა მოიმატებს. ხვალ კი, დღის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. უახლოეს დღეებში დათბება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. 5 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება. ჰაერის ტემპერატურა შემდეგ დღეებში კიდევ გაიზრდება.