შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილს გიორგი ტატიშვილი შეცვლის

შიდა ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. როგორც "ინტერპრენსიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ზურაბ არსოშვილს გორიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტატიშვილი შეცვლის .
გიორგი ტატიშვილი დეპუტატობამდე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში(1996-2007 წლები) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა(2007-2008 წლები).
რაც შეეხება ზურაბ არსოშვილის სამომავლო საქმიანობას, არსებული ინფორმაციით, ის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მოადგილედ დაინიშნება.
ზურაბ არსოშვილი გუბერნატორად 2010 წლის ზაფხულიდან მუშაობდა.

























