თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გორში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი გორში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

გორში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, გორელი მაყურებლისთვის საქველმოქმედო კონცერტს ხვალ გამართავს.

კონცერტი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას, რომელიც 17:30 საათზე დაიწყება, გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი უმასპინძლებს. საბალეტო დასის წევრები საცეკვაო ნომრებს სხვადასხვა საბალეტო სპექტაკლებიდან შეასრულებენ.

მსურველები ღონისძიებაზე დასწრებას სპეციალური მოსაწვევების საშუალებით უფასოდ შეძლებენ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი გორში კონცერტს პირველად მართავს.