ჯონ ბასი - საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი

საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა დღეს მარტყოფში, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, ელჩმა აღნიშნა: "ვინ იქნება მომავალში საქართველოს პრეზიდენტი, ეს საქართველოს მოსახლოებამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო ამერიკა ამისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმენალდ ყველაფერს გააკეთებს",-აღნიშნა ჯონ ბასმა.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე დაასახელოს. ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის შეტყობინებაშია ნათქვამი, რომელიც საიტმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა.
როგორც 2009 წლის 6 იანვრით დათარიღებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელჩს ამ ვერსიაზე დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.
ამასთან, ჯონ ბასმა აღნიშნა, WikiLeaks-ის მასალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

























