ტუბერკულოზით დაავადებული სოსო წიკლაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ტუბერკულოზით დაავადებული სოსო წიკლაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული 23 წლის მსჯავრდებული, სოსო წიკლაური პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა.

მისი განცხადებით, სოსო წიკლაურის გათავისუფლება ოჯახის დამსახურებაა, რომელიც ავადმყოფი პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, პატიმარ სოსო წიკლაურის გათავისუფლება არ არის სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძის და არც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სასამართლოს დამსახურება.

ცაგარეიშვილის თქმით, წიკლაურის გათავისუფლების მიუხედავად, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას სამხაურაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ. მისი განცხადებით, ექსპერტიზის ბიურომ სოსო წიკლაურის საქმეზე დასკვნის გაცემა თვეზე მეტხანს გადააცილა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე გიორგი ხიზანიშვილმა პასუხი უნდა აგოს.

რეზისტენტული ტუბორკულოზით დაავადებული პატიმარი სოსო წიკლაური ფილიტვისა და ტუბურკულოზის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა და ოჯახი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან სასამართლო დასკვნის გაცემას ითხოვდა. ოჯახი აცხადებდა, რომ დასკვნა სასამართლოში პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ბიუროსთან მართავდა. სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დასკვნის გაცემა თვეზე მეტ ხანს დააგვიანა, რის შემდეგაც, დასკვნა გაიცა და პატიმარი გათავისუფლდა.