მიხეილ სააკაშვილმა რაიან ჩილკოტი "ვარდების რევოლუციის" ნათლიად დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრინიცაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტი რაიან ჩილკოტი ვარდების რევოლუციის "ნათლიად" დაასახელა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რაიან ჩილკოტმა პირდაპირ ეთერში წამოიძახა: "ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!". სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ შეერქვა რევოლუციას "ვარდების რევოლუციის" სახელი.
"აქ იმყოფება რაიან ჩილკოტი, CNN-ის კორესპონდენტი, რომელიც ვარდების რევოლუციის "ნათლიაა". ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაკქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით, რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო. სატელევიზიო ისტორიაში პირველად ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც CNN-ით 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მან წამოიძახა: "ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!" ასე შეერქვა ამ რევოლუციას სახელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, რაიან ჩილკოტი ამჟამად ”ბლუბერგის” ჟურნალისტია.

























