მუამარ კადაფიმ სირიის ტელევიზიაში დარეკა

მუამარ კადაფიმ სირიის ტელევიზიაში დარეკა

ლიბიის ყოფილი ლიდერმა, მუამარ კადაფიმ სირიის ტელევიზიაში დარეკა.

"როიტერის" ინფორმაციით, კადაფიმ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის ლიბიაშია და აპირებს ნატო-ს დამარცხებას.

"ახალგაზრდები ტრიპოლიში მზად არიან, გააქტიურდნენ ამბოხებულების წინააღმდეგ და დაქირავებულებს ბოლო მოუღონ"- აღნიშნა პოლკოვნიკმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც "როიტერი" ახდენს.

კადაფიმ ხაზი გაუსვა რომ ტელესტუდიაში ლიბიიდან რეკავს. ამბოხებულებისთვის ლიბიის ლიდერის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია.