იაროსლავის ოლქში 9-11 სექტემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა

სამგზავრო თვითმფრინავ "იაკ-42"-ის კატასტროფის ადგილზე ყველა გარდაცვლილის, 43 ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
თვითმფრინავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა. ჰოკეისტ ალექსანდრე გალიმოვისა და ბორტგამცილებელ ალექსანდრე სიოზვის მდგომარეობამ ამ დრომდე მძიმეა.
ქალაქ იაროსლავლში სამგზავრო თვითმფრინავმა "იაკ-42" გუშინ საღამოს კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე ჰოკეისტთა გუნდ "ლოკომოტივის" მოთამაშეები იმყოფებოდნენ.
გუნდი დაკომპლექტებული იყო შვედეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ბელარუსის, სლოვაკეთისა და რუსეთის ნაკრებების მოთამაშეებით.
თვითმფრინავი, რომელიც მინსკის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას, აეროპორტიდან ორ კილომეტრში ჩამოვარდა. ჩამოვარდის შედეგად თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ავიაკატასტროფის ორი ძირითადი ვერსია განიხილება - თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და ადამიანური ფაქტორი. ვარაუდი, რომ თვითმფრინავს გარბენისთვის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი არ ეყო, გამოირიცხა. ამასთან, თვითმფრინავის ერთ-ერთი შავი ყუთი უკვე იპოვეს.
იაროსლავლში უკვე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. მომხდარი ტრეგედიის გამო, 9 - 11 სექტემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

























