ჟან პინგი - დასავლეთის ქვეყნები აფრიკის ქვეყანათა კავშირს მუამარ კადაფისთვის თავშესაფრის პოვნას საიდუმლოდ სთხოვდნენ

ჟან პინგი - დასავლეთის ქვეყნები აფრიკის ქვეყანათა კავშირს მუამარ კადაფისთვის თავშესაფრის პოვნას საიდუმლოდ სთხოვდნენ

დასავლეთის ქვეყნები აფრიკის ქვეყანათა კავშირს მუამარ კადაფისთვის თავშესაფრის პოვნას საიდუმლოდ სთხოვდნენ. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ კავშირის თავმჯდომარე ჟან პინგმა განაცხადა.

"საერთაშორისო საზოგადოება არაერთგზის აცხადებდა, რომ კადაფი უნდა წავიდეს. ჩვენ საიდუმლოდ დავიწყეთ ძიება, სად იყო შესაძლებელი მუამარ კადაფის წასვლა – ეს მოთხოვნა დასავლეთიდან მოდიოდა", – აღნიშნა პინგმა.

მისივე ცნობით, თავდაპირველად საუბარი იყო კადაფის ეგვიპტეში დამალვაზე. "ეგვიპტე ყველა სუდანელ გენერალს იღებდა, რომლებიც გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ კადაფის ეგვიპტე არ უყვარს და არ დათანხმდებოდა. შემდეგ ჩვენ სხვა ქვეყნებზე დავიწყეთ ფიქრი", – განაცხადა აფრიკის კავშირის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, კადაფისთვის თავშესაფრის ძიება მიმდინარეობდა არა მხოლოდ აფრიკის ტერიტორიაზე, არამედ ლათინურ ამერიკაშიც. "ჩვენ ისიც კი ვიფიქრეთ, პოლკოვნიკი უდაბნოში გაგვეშვა, სადაც ის თავისუფლად იცხოვრებდა ახლობლებთან ერთად. ახლა კი, როდესაც ტრიპოლი აიღეს, სიტუაცია შეიცვალა. კადაფიმ თავისი ოჯახი ალჟირში გაგზავნა. მათ (სავარაუდოდ დასავლეთმა) უკმაყოფილება გამოხატეს, მაგრამ მათ ეს თავად უნდოდათ. ახლა კი რა ვქნათ?", – კითხულობს პინგი.