პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა გათავისუფლების შეწყვეტას ითხოვს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა გათავისუფლების შეწყვეტას ითხოვს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა გათავისუფლების შეწყვეტას ითხოვს.

~განათლების სამინისტრომ, თავისი ჩვეული მეთოდებით, მასწავლებელთა სერტიფიცირება, გამოიყენა სკოლებში ახალი წმენდის განსახორციელებლად და მასწავლებელთა შორის დაპირისპირების ახალი კერის შესაქმნელად. გაუგებარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოთხოვნა, სერტიფიცირებულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ხელფასზე 75-ლარიან დანამატს. ამ მოთხოვნამ გამოიწვია დაპირისპირება სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ მასწავლებელთა შორის და მასობრივად მიმდინარეობს სკოლებიდან მასწავლებელთა გათავისუფლება. საკითხის ასე გადაწყვეტამ სკოლის მიღმა დატოვა მრავალი გამოცდილი, ღირსეული, რეიტინგული პედაგოგი, რომელთა უმრავლესობამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ამ ეტაპზე არ მიიღო მონაწილეობა სასერტიფიკაციო გამოცდაში. თუმცა, ვერც სერტიფიკატი აღმოჩნდა ბევრი მასწავლებლისთვის სამსახურის შენარჩუნების გარანტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პოსტ-ფაქტუმ ~პედაგოგთა შრომითი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ" 576-ე ბრძანებას დაამატა პუნქტი 75-ლარიანი დანამატის მიღებისათვის სრული ან სრულზე მეტი განაკვეთის აუცილებლობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ უნდა გადახედოს ზემოთ ხსენებულ, მიღებულ გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს მასწავლებელთა გათავისუფლება~, - აცხადებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

მისვე თქმით, ბევრი სკოლის დირექტორი თავის სასარგებლოდ იყენებს შექმნილ სიტუაციას და სუბიექტური, პიროვნული მოტივებიდან გამომდინარე ათავისუფლებს მისთვის არასასურველ პიროვნებებს.

~არაერთხელ აღმინიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლები გადააქცია ცენტრალიზებულ სტრუქტურად. იდეა, რომ რეფორმის ძირითადი მიმართულება იყო სკოლების დეცენტრალიზაცია, ფიქციად იქცა. სკოლის დირექტორებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა და სამსახურის დაკარგვის შიშით უპირობოდ ასრულებენ ყველა დირექტივას, რაც პედაგოგების საზიანოდ არის მიმართული~, - აღიშნავს კობახიძე.