"ლეიბორისტები" გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო უფლებების კომიტეტს სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვენ

"ლეიბორისტები" გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო უფლებების კომიტეტს სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვენ

"ლეიბორისტები" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ვითარების შესასწავლად გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო უფლებების კომიტეტს სპეციალური კომისიის შექმნას და ვითარების შესწავლას სთხოვენ.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა, იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, 1 სექტემბერი სწავლის დაწყების და, ზოგადად, სწავლის დღესთან ასოცირდებოდა, რაც არსებულმა ხელისუფლებამ გააუქმა და რეფორმებით ბავშვებს სწავლის უფლება წაართვა.

"ბავშვებს სწავლის უფლება და დედა ენა წაართვეს მიხეილ სააკაშვილმა და არსებულმა რეჟიმმა. 3000 სკოლიდან 1200 დახურულია. სამსახურის გარეშე დარჩა 20000 პედაგოგი. გაძვირდა ბავშვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გაძვირებული ტრანსპორტის გამო, ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან. ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა სწავლის უფლების დასაბრუნებლად. გაერო-ს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა 20 პროცენტს დაწყებითი განათლების მიღების უფლება უკვე აღარ აქვს",-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "ლეიბორისტული პარტია" გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო უფლებების კომიტეტს მიმართავს, რათა სპეციალურმა კომისიამ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში არსებული ვითარება შეისწავლოს.