ქუთაისში ჯაზის საღამოები იმართება

ქუთაისში ჯაზის საღამოები იმართება

ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში, პროექტ "ზაფხულის ცხელი საღამოების" ფარგლებში, ჯაზისა და ბლუზის კონცერტები მიმდინარეობს.

კონცერტებში ქართული და უცხოური ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც მსმერნელის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგებიან.

ღონისძიების ფარგლებში უკვე გაიმართა მაია ბარათაშვილისა და ჯაზ–ბენდის ერთობლივი კონცერტი. კონცერტს ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯაზს არა ყავს ბევრი მსმენელი, აქ ძალიან ბევრი ქუთაისელია შეკრებილი და ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ქუთაისელი ახალგაზრდები უსმენენ გემოვნებიან მუსიკას", - განაცხადა ქალაქის მერმა.

"ზაფხულის ცხელი საღამოები" ერთი თვე გაგრძელდება. დაგეგმილია "აუტსაიდერის", "ელ-დრაინის", მომღერლების - რობი კუხიანიძე და რომა რცხილაძის კონცერტები. პროექტი თანამედროვე ევროპული კინოს კვირეულით დასრულდება.