ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

კომპანია "სილქნეტი" ელექტრონული მუსიკის მოყვარულთ ბათუმის "თეთრ მაგნოლიაში" Silk Festival–ზე უმასპინძლებს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" "სილქნეტიდან" აცნობეს, ღონისძიება ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და დილის 07:00 საათამდე გასტანს.
"ფესტივალში მონაწილეობენ ელექტრონული მუსიკის ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლები - გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან და რუსეთიდან. გახსნილია ფესტივალის ვებგვერდი http://silk-festival.com, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მონაწილეების შესახებ. ამავე დროს, მიმდინარეობს ფესტივალის ბილეთების გათამაშება სოციალურ ქსელში. უკვე ათობით გამარჯვებულმა მოიპოვა ფესტივალზე დასასწრები ბილეთი", – განაცხადა "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო დარასელმა.
ფესტივალზე უცხოელი და ადგილობრივი შემსრულებლები მუსიკალურ კომპოზიციებს მონაცვლეობით წარადგენენ - TESLA BOY (რუსეთი) 00:00 სთ, JUSTUS KOHNCKE (გერმანია) 01:00 სთ, HEARTTHROB (აშშ) 02:00 სთ, HOBO (კანადა) 04:00 სთ, Chipo 20:00 სთ, Okinawa Lifestyle 21:30 სთ, Bero 22:30 სთ, Tomma 05:00 სთ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში, ბათუმში - "თეთრ მაგნოლიაში", კლუბში - TAKE FIVE და საიტის მეშვეობით.

























