გორში სანთლების აქცია და ”აგვისტოს ხუთი დღის” ჩვენება გაიმართა

გორის ცენტრალურ მოედანზე წუხელ საქართველოს რუკის ფორმაში სანთლები აინთო. საქართველოს რუკის ფორმაში საქართველოს დროშა იყო გამოსახული . სანთლების ანთებაში მონაწილეობდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი. აქციას გორის მოსახლეობაც ესწრებოდა.
როგორც გორის მცხოვრებლები ამბობდნენ, მათ აგვისტოს ომიდან 3 წლის თავზე მწარედ ახსენდებათ გორში განვითარებული მოვლენები და იმედი აქვთ, მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში არასდროს განმეორდება.
სანთლების აქციის პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე "აგვისტოს 5 დღე" აჩვენეს. გორში ჩასული იყვნენ ფილმის პროდიუსერები და ფილმის მონაწილე ქართველი მსახიობები.

























