წინანდალში ორი ახალგაზრდა მოკლეს

წინანდალში ორი ახალგაზრდა მოკლეს

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 21 წლის გიგა გემაზაშვილი და შოთიკო ბატიაშვილი მოკლეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან" აცნობეს, მკვლელობა წუხელ, 01:00 საათზე მოხდა. წინანდლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის არჩილ მეგუთნიშვილის განცხადებით, მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ.