რენი ჰარლინმა ბათუმში ბინის შესაძენად "ორბი ჯგუფთან" ხელშეკრულება გააფორმა

რენი ჰარლინმა ბათუმში ბინის შესაძენად "ორბი ჯგუფთან" ხელშეკრულება გააფორმა

გახმაურებული ფილმის "აგვისტოს 5 დღის" რეჟისორმა რენი ჰარლინმა ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვიდან 50 მეტრით დაშორებულ სასტუმროს ტიპის მშენებარე სახლში 45 კვადრატული მეტრი ფართის ბინა შეიძინა.

ბინა მე-18 სართულზეა და ქალაქისა და ზღვის ხედი იშლება. ფინელმა რეჟისორმა ხელშეკრულება "ორბი ჯგუფის" ოფისში ოფიციალერად გააფორმა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამერიკის შემდეგ მას საკუთარი ბინა საქართველოში, ბათუმშიც ექნება.