სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მლნ ლარს აჭარბებს

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მლნ ლარს აჭარბებს

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მლნ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რიკოთის უღელტეხილზე გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 3 დღეში დასრულდება, ხოლო გზა პირვანდელ მდგომარეობას 14 დღეში დაუბრუნდება. პრემიერის განცხადებით, ხორციელდება სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის დათვლაც.

სამთავრობო თათბირს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსები მინისტრები და ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრიც ესწრებოდნენ.

ძლიერი წვიმის გამო რიკოთის შემოვლით გზაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც რესტორან "რიკოთის" ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.