დავით გამყრელიძე თომას მელიას შეხვდა

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას მელიას შეხვდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს და საგამოძიებო კომისიის შექმნას, საარჩევნო პრობლემებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

























