სოფელ გიორგიწმინდაში 20 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

სოფელ გიორგიწმინდაში 20 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

საგარეჯოს რაიონში, სოფელ გიორგიწმინდაში 20 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

რადიო "ჰერეთის~ ინფორმაციით, გარდაცვლილის ნათესავები ჰყვებიან, რომ გიორგი თედიაშვილმა საგარეჯოს ერთ-ერთ სლოტ კლუბში 700 ლარი წააგო, რის გამოც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი გიორგი თედიაშვილი თბილისში, კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება კახეთის სამხარეო პოლიციამ დაიწყო.