მედვედევი ობამას დაპირდა, რომ დნესტრისპირეთიდან ჯარებს გაიყვანს

მედვედევი ობამას დაპირდა, რომ დნესტრისპირეთიდან ჯარებს გაიყვანს

რუმინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დნესტრისპირეთიდანრუსეთის ჯარების გაყვანაზე მოელაპარაკა.

მედვედევმა ობამას პირობა მისცა, რომ ამ არაღიარებულ რესპუბლიკას აიძულებს, მოლდოვას შემადგენლობაში შევიდეს, ასევე, პირობებს შექმნის, რათა რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწვერიანდეს - სავარაუდოდ, რუმინეთის შემადგენლობაში.

მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარიან ლუპუ ბუქარესტში ოფიციალურ ვიზიტს ასრულებს. "კომერსანტ-მოლდოვას" ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება იქნება.

როგორც რუმინული გამოცემა ძიუა ვეცჰე წერს, ბუქარესტში მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის შესაძლო დარეგულირების საკითხს იმ არაფორმალური შეთანხმების ფარგლებში განიხილავენ, რომელიც თითქოს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის არსებობს. როგორც რუმინელი ჟურნალისტები წერენ, ეს შეთანხმება დნესტრისპირეთის დემილიტარიზაციას, მოლდოვაში მის რეინტეგრაციასა და გაერთიანებული სახელმწიფოს დაჩქარებულ "ევროპიზაციას" ითვალისწინებს.

რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების თემაზე ოპტიმისტურად ისაუბრა. ლუპუს თქმით, მათ ეს თემა განიხილეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ "პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, რადგან მას საფუძვლად მხოლოდ იდეოლოგიური კონფლიქტი უდევს".

რამდენიმე დღის წინ არაღიარებული დნესტრისპირეთის პრეზიდენტმა იგორ სმირნოვმა კრემლში მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრების შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთი და რუსები, რომლებიც დნესტრისპირეთში მსხვილ ბიზნესებს ფლობენ, თანახმანი არიან, ევროკავშირის ეკონომიკური შეღავათების სანაცვლოდ, რესპუბლიკა მოლდოვას შეუერთდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთის წარმომადგენლები ამას არ დათანხმდებიან, რასაც კრემლიდან უპასუხეს, რომ "სმირნოვის დრო წავიდა".