"ახალი მემარჯვენეები" გურიაში ჟურნალისტებს შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეები" გურიაში ჟურნალისტებს შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეები" გურიაში მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დავით საგანელიძე, ფიქრია ჩიხრაძე და მანანა ნაჭყებია ჟურნალისტებს "გურიანიუსის" ოფისში შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი გაიმართა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ადგილობრივ საკითხებზე, მედიასაშუალებისთვის ინფომაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე.

პარტიის ლიდერებმა, თავის მხრივ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს ~რვიანის" ფორმატში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე.

ჟურნალისტებისგან კი, მოისმინეს ინფორმაცია რეგიონში მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.