პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტერში იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი მიავლინა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი მიავლინა. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, მონასტერში წინამძღვრის მივლინებას პატრიარქ კირილს აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო მმართველი ბესარიონ აპლია სთხოვდა.
იღუმენ ეფრემთან ერთად, მონასტერში რუსეთიდან რამდენიმე ბერი და მღევდელმსახური ჩავიდა. მათ მიზნად ახალი ათონის მონასტერში რუსული სამონასტრო ცხოვრების ტრადიციების აღორძინება სახელდება.

























