ლიბიაში ყველა სამხედრო ოპერაციის სარდლობას ნატო ხვალიდან გადაიბარებს

ლიბია უსაფრთხო ვერ იქნება, ვიდრე მუამარ კადაფი ხელისუფლებაში რჩება. "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ამერიკელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომელიც ლიბიაში ამერიკის ამოცანებს უკავშირდებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა კადაფს "ტირანი" უწოდა.
მისივე აზრით, ამერიკელმა ხალხმა უნდა იამაყოს, რომ "ამერიკა ჩაერია შეიარაღებულ კონფლიქტში და კადაფის მიერ საკუთარი ხალხისადმი ანგარიშსწორება შეაჩერა".
ამერიკის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ კოალიციური ძალების მოქმედება მხოლოდ ამერიკას არ უნდა დააწვეს ტვირთად.
ობამას თქმით, ოთხშაბათიდან ლიბიაში ყველა სამხედრო ოპერაციის სარდლობას ნატო გადაიბარებს.
"ამერიკა მხარს დაუჭერს კოალიციურ ძალებს ლიბიაში",-განმარტა ბარაქ ობამამ.

























