22 ნოემბერს "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ლაშა ზარგინავას ფოტოების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

22 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსისა" და რადიო "პალიტრის" რეგიონული კორესპონდენტის, ლაშა ზარგინავას ფოტოების პერსონალური გამოფენა ”კადრში ომია” გაიხსნება.
გამოფენაზე წარდგენილი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტოები.
”ეს არის, ფოთის დაბომბვის წუთიდან, 33-დღიანი ოკუპაციის ამსახველი ფოტოქრონიკა. ალბათ, სიმბოლურია, რომ ეს გამოფენა, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა, რადგან ფოტოები თავად ამბობენ იმას, რასაც ადამიანები უნდა ვაკეთებდეთ უფლის შეწევნით - არ დავუშვათ ომი”, - ამბობს ლაშა ზარგინავა.
გამოფენა ერთ კვირას გასტანს და, გაზეთ ”გურია ნიუსთან" ერთად, ჩოხატაურის საკრებულო და გამგეობა უწევს პატრონაჟს.
გამოფენა 22 ნოემბერს, 15.00 საათზე გაიხსნება.

























