"ახალ მემარჯვენეებს" ზესტაფონის საკრებულოში კიდევ ერთი წევრი შეემატათ

"ახალ მემარჯვენეებს" ზესტაფონის საკრებულოში კიდევ ერთი წევრი შეემატათ

ზესტაფონის საკრებულოში "ახალი მემარჯვენეების" სამკაციანი ფრაქცია კიდევ ერთი წევრით გაიზარდა. საკრებულოს წევრი ოლეგ აბაშიძე "ახლების" ფრაქციაში შევიდა.

"ახალი მემარჯვენეების" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" ხელმძღვანელის კახა შავგულიძის განცხადებით, აქტიური საქმიანობიდან გამომდინარე "ახლების" გავლენა ზესტაფონში დღითიდღე იზრდება და ეს მატებაც ამან განაპირობა.