ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამცხე-ჯავახეთში ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამცხე-ჯავახეთში ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა და იმ ისტორიულ ძეგლებს მოინახულებს, რომელთა რეაბილიტაცია დაწყებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებაზე.

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დასკვნითი რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მას ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებს ბირთვისის ეკლესიას და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას, რომელთა რეაბილიტაციაც არსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო.