ნიკოლოზ ვაჩეიშვილი სამცხე-ჯავახეთში ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა და იმ ისტორიულ ძეგლებს მოინახულებს, რომელთა რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებაზე.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დასკვნითი რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მას ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებს ბირთვისის ეკლესიას და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას, რომელთა რეაბილიტაციაც არსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

























