ისრაელი "მერკავა-4"-ის ტიპის ტანკებს საქართველოს მიჰყიდის

ისრაელი ულტრათანამედროვე ტანკს "მერკავა-4"-ს საქართველოს მიჰყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამხედრო ვებგვერდი "ვაენნი პარიტეტი" ავრცელებს, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს ეყრდნობა .
"ვაენნი პარიტეტის" ცნობით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო, ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე, ტანკებს მეგობრულ ქვეყნებს მიჰყიდის, ასეთ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
სპეციალისტების შეფასებით, "მერკავა-4" თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ტანკად მიიჩნევა. ამ ტიპის ათეულობით ტანკს ისრაელის სამხედრო მრეწველობა მხოლოდ ებრაული არმიისთვის აწარმოებდა.

























