ნავთობის ფასები შემცირდა

ნავთობის ფასები შემცირდა

მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასები შემცირდა. ამის შესახებ "როიტერი" წერს .

ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,13 აშშ დოლარით შემცირდა და 88,33 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweetl ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 0,34აშშ დოლარით, 86,72 აშშ დოლარამდე შემცირდა.