სოხუმში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოში წუხელ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა .

როგორც "იტარ-ტასი" იუწყება, დაიღუპნენ უროლოგიური განყიფილების პაციენტი, მისი მეუღლე და სანიტარი.

ორი მათგანი კვამლით გაიგუდა, საავადმყოფოს სანიტარი კი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.