"თბილისის ჰამქარი" ფოტოგამოფენას გამართავს

"თბილისის ჰამქარი" ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში დღეს ფოტოგამოფენას "ხიდები თბილისში" გამართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფოტოებში ასახულია თბილისის ყველა ხიდის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესი.

"ფოტოგამოფენაზე ქალაქის ისტორიის მანძილზე ყველა ხიდის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განადგურების ამსახველი ფოტომასალა იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე მოხვდება თბილისის ხიდების უნიკალური საარქივო და კერძო კოლექციის ფოტოებიც", - განაცხადა ელისაშვილმა.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში 18:00 საათზე გაიხსნება.