საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ ბრიფინგზერუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დაკავებულ პირთა ექსტრადიციის თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა, განცხადება გაკეთდა, ზოგადად, ამ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშების თემაზე ადმინისტრაცია კომენტარს ამ ეტაპზე, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, არ აკეთებს",-ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

























