ისრაელში გადასვლის მსურველი არალეგალი აფრიკელების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მესაზღვრეებმა ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე 110 აფრიკელი ლტოლვილი დააკავა.
როგორც ისრაელის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ღია საზღვრის გამო, აფრიკიდან ლტოლვილების რიცხვმა მიმდინარე წელს უკვე რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.
ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებით, აფრიკის კონტინენტიდან ისრაელში არალეგალური გზებით გადმოსულებმა კარგად იციან ისრაელის კანონი, რომლის თანახმად, საზღვარზე დაკავების შემთხვევაში მათ გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლებენ. ისრაელში, ძირითადად, არალეგალური გზებით სუდანის და ერითრეის მოქალაქეები გადადიან.
ისრაელ-ეგვიპტის საზღვართან არალეგალის მისაყვანად ბედუინები თითოეული არალეგალი ლტოლვილისგან 300 აშშ დოლარს იღებენ.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მთავრობა ისრაელ-ეგვიპტის საზღვარზე სპეციალური მესერის აგებას აპირებს.

























