ბათუმში შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მაღალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მაღალი სასტუმრო აშენდება

ბათუმში შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მაღალი სასტუმროს მშენებლობას კომპანია "B&G GEORGIA" იწყებს.

კომპანია "ცათამბჯენის" მშენებლობას ოთხ წელიწადში დაასრულებს. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ექსპლუატაციაში 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შევა.

ყველაზე მაღალი სასტუმრო ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე 9 805 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთზე აშენდება. სასტუმრო კომპლექსის ოპერირებას საერთაშორისო ოპერატორი The Ritz-Carlton hotel company განახორციელებს.

აღნიშნულ სასტუმროში დაახლობით 300 ნომერი, სამორინე და რესტორანი განთავსდება.