სოხუმის უნივერსიტეტში გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა დღეს გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალს
ატარებს. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" სოხუმის უნივერსიტეტიდან აცნობეს.
ფინალურ მატჩში, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და განათლების ფაკულტეტის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასული გუნდები მედლებით, გარდამავალი თასითა და ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან.
სტუდენტური ჩემპიონატის ფინალს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაესწრება.
აქციის მიზანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის ხელშეწყობა და გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

























