აზერბაიჯანში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება

აზერბაიჯანში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება . 125 საარჩევნო ოლქში 5314 საარჩევნო პუნქტი გაიხსნება. არჩევნებს 46639 დამკვირვებელი გააკონტროლებს. არჩევნებში 690 დეპუტატობის კანდიდატია დარეგისტრირებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი მმართველ პარტიას "ენი აზერბაიჯანს"(ახალი აზერბაიჯანი) აქვს.

























