საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" 173 791 ლარის ღირებულების 6 382 აქცია გაიყიდა
თბილისის საფონდო ბირჟაზე მიმდინარე თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" 6 382 აქცია გაიყიდა.
მიმდინარე თვის განმავლობაში ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" აქციებზე 41 გარიგება დაიდო. გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ კი 173 791 ლარი შეადგინა.
ბირჟის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში ბანკის აქციები 24.1214 ლარიდან 28.7500 ლარამდე გაიზარდა.

























