ლადო ვარძელაშვილი ქარელისა და გორის სპორტსკოლებს დაათვალიერებს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დღეს ქარელისა და გორის სპორტულ სკოლებს დაათვალიერებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, თავდაპირველად ქარელის ძიუდოს სპორტსკოლში მივა, რომელსაც სამინისტროს მხრიდან ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცა.
ქარელის შემდეგ მინისტრი გორში გადაინაცვლებს, სადაც სპორტსკოლის კრივის დარბაზს დაათვალიერებს. დარბაზი, სადაც დღესვე გორის კრივის დამფუძნებლის გიორგი კარელიძის სახელობის ტურნირი გაიმართება, ახალი ოლიმპიური რინგით აღიჭურვა. მინისტრი ტურნირის რამდენიმე ფინალურ ორთაბრძოლასაც იხილავს.
მინისტრთან და მის მოადგილესთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი და კრივის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრე ცისკარიშვილი დაესწრებიან.

























