ბაკურ კვეზერელი ოზურგეთისა და ქედის რაიონის მოსახლეობას შეხვდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ხვალ ოზურგეთისა და ქედის რაიონებს ეწვევა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაკურ კვეზერელი ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს შეხვდება და სიმინდის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას გულისხმობს, მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. მსურველებს ჰიბრიდული სიმინდის თესლის შეძენა როგორც პირდაპირი ანგარიშსწორების გზით, ასევე განვადებით შეეძლებათ.
პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე იწარმოებს. პარალელურად სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევა და დაინტერესებულ პირებს ახალ პროგრამას პირადად გააცნობს.

























