პარლამენტის გამჭვირვალე შენობას ესპანელი არქიტექტორი ააშენებს
საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გამჭვირვალე შენობას ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო კაბო ააშენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "როსბალტი" ავრცელებს.
217 კაბინეტისგან შემდგარი შვიდსართულიანი ნაგებობის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2012 წელს დასრულდება.
ესპანელი არქიტექტორის განცხადებით, ახალი შენობა გამჭვირვალობასთან ერთად სიმყარის სიმბოლო იქნება. "ქართველებს ძლიერ ხალხად მივიჩნევ. სამშენებლო მასალა ძალიან ნაზია, ამიტომ საყრდენი რკინაბეტონისგან იქნება", - აღნიშნა ესპანელმა არქიტექტორმა.

























