თომას ანდერსმა რუსთავში სოლო კონცერტი გამართა

გერმანულ პოპ ჯგუფ "Modern Talking"-ის სოლიტმა თომას ანდერსმა გუშინ საღამოს რუსთავში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტი რუსთავში, თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე დაიწყო. თომას ანდერსი რუსთავში, რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით ჩავიდა. ის მაყურებლის წინაშე ხუთკაციან ჯგუფთან ერთად წარსდგა.
კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა. თომას ანდერსის განცხადებით, ის საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება, რუსთავში კი - პირველად. კონცერტზე მან ის სიმღერები შეასრულა, რომლებსაც 25 წლის განმავლობაში, როგორც "Modern Talking"-ის, ასევე შემდგომ, სოლო კარიერის პერიოდში ასრულებდა.

























