ლენტეხში ქართულ ჭიდაობაში პრეზიდენტის სახელობის გუნდური ჩემპიონატი ჩატარდება

ლენტეხში ქართულ ჭიდაობაში პრეზიდენტის სახელობის გუნდური ჩემპიონატი ჩატარდება

ლენტეხში დღეს ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართება, რომელიც პრეზიდენტის თასის სახელს ატარებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცობით, პირველობაში, რომლის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია, საქართველოს ყველა რეგიონის უძლიერესი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, 18:30 საათიდან კი ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

პრეზიდენტის თასისთვის იჭიდავებენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი - ირაკლი ცირეკიძე, ევროპის სამგზის ჩემპიონი - ზაზა კედელაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები - ლაშა გუჯეჯიანი, ლევან წიკლაური, ალექსი დავითაშვილი. წინასწარი ინფორმაციით, ლენტეხის არენაზე ოლიმპიური ჩემპიონი - ჯარჯი ზვიადაურიც (ილიას ილიადისი) გავა.

პრეზიდენტის თასი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ქართული ჭიდაობის ფედერაციისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.