ლენტეხში ქართულ ჭიდაობაში პრეზიდენტის სახელობის გუნდური ჩემპიონატი ჩატარდება

ლენტეხში ხვალ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს გუნდური პირველობა გაიმართება, რომელიც პრეზიდენტის თასის სახელს ატარებს .
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცობით, პირველობაში, რომლის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია, საქართველოს ყველა რეგიონის უძლიერესი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, 18:30 საათიდან კი ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
პრეზიდენტის თასისთვის იჭიდავებენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი - ირაკლი ცირეკიძე, ევროპის სამგზის ჩემპიონი - ზაზა კედელაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები - ლაშა გუჯეჯიანი, ლევან წიკლაური, ალექსი დავითაშვილი. წინასწარი ინფორმაციით, ლენტეხის არენაზე ოლიმპიური ჩემპიონი - ჯარჯი ზვიადაურიც (ილიას ილიადისი) გავა.
პრეზიდენტის თასი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ქართული ჭიდაობის ფედერაციისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

























