სემეკ-ი "ქრისტიან–დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ბრალდებებზე განმარტებებს აკეთებს

სემეკ-ი "ქრისტიან–დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ბრალდებებზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკ) "ქრისტიან–დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ბრალდებებზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც ~ინტერპრენიუსს" სემეკ-ის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა განუცხადა, "ქუთაისგაზმა", დაახლოებით, 3 თვის წინ ავტოქარხნის ტერიტორიის აბონენტებს 2005 წლის დავალიანების გადახდა მოსთხოვა.

"2005 წელს ქუთაისში გაზის გადასახდის გადახდა ხელზე ხდებოდა. აღმრიცხველი, რომელიც მაშინ დასაქმებული იყო "ქუთაისგაზში", დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში ქვითრებს აყალბებდა, თანხას კომპანიაში არ წარადგენდა და შედეგად რამდენიმე ათასი ლარი მიითვისა. "ქუთაისგაზმა" მოსახლეობას თანხის გადახდა მოსთხოვა. მოსახლეობის ნაწილმა კომპანას წარუდგინა ქვითრები თანხის გადახდის შესახებ, მაგრამ არის აბონენტების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ თანხა გადაიხადეს, თუმცა ქვითრები არ შეუნახავთ", - განმარტავს გურამ ჩალაგაშვილი.

მისივე თქმით, სემეკ-მა გამართა შეხვედრა მოსახელობასთან და "ქუთაისგაზთანაც".

"იმ პირების მიმართ, როლებმაც თაღლითურად მიითვისეს თანხები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მოსახელოების ნაწილი არ იხდის თანხას, "ქუთაისგაზს" სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი. ვიდრე არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე დავალიანების გადახდის პირობით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ მოსახლეობაზე ბუნებრივი გაზის მიწოდება", - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.

"ქრისტიან–დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაცია კომპანია "ქუთგაზსა" და სემეკ-ს მოსახლეობისთვის დავალიანების უკანონო დარიცხვაში ადანაშაულებენ.