რუსთავში "ეროვნული ფორუმის" ოფისი გაიხსნა

რუსთავში "ეროვნული ფორუმის" ოფისი გაიხსნა

რუსთავში, კოსტავას #4-ში "ეროვნული ფორუმის" ოფისი გაიხსნა.

ოფისის გახსნას პარტიის წევრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრო, როგორც მან განაცხადა, რუსთავის ორგანიაზაციასა და ოფისს ის უხელმძღვანელებს.

"რუსთავი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და აქ აუცილებელია ძლიერი პარტიული ორგანიზაციის ჩამოყალიბება. სწორედ ამ მიზნით ჩამოვედით და გავხსენით ოფისი, რათა უახლოეს ხანში შევქმნათ პარტორგანიზაცია, რომელიც მხარში დაუდგება მთელს საქართველოს და უპირველეს ყოვლისა რუსთაველების პრობლემების მოგვარებისათვის იბრძოლებს", _ განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა.

"ეროვნული ფორუმი" რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას აქტიურად აპირებს. ხვალ ნოდარ ჯავახიშვილი რუსთავში ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდება.