ირინე ქურდაძე ჯეიმ მაკგოლდრიკთან და პერ ეკლუნდთან ერთად გორის უნივერსიტეტს ეწვევა

განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ჯეიმ მაკგოლდრიკთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან ერთად დღეს გორის უნივერსიტეტს ეწვევა.
დელეგაციის წევრები უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოს მოინახულებენ, საწარმოს მუშაობას გაეცნობიან და თანამშრომლებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრებიან.
რძის გადამამუშავებელ საწარმოში ის ადამიანები არიან დასაქმებულნი, რომლებმაც გორის უნივერსიტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამზე სწავლობენ.

























