კახეთის რეგიონის გამრიცხველიანების დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება

კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე უკვე დამონტაჟებულია 13 500 ინდივიდუალური მრიცხველი.

კომპანია ~კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით აბონენტთა 50%-ია გამრიცხველიანებული.

კომპანიის ინვესტორმა "ახემა-ჯგუფმა", რომელმაც "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2008 წლის დეკემბერს აუქციონზე 9,15 მლნ აშშ დოლარად შეიძინა, რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 5 წელში უნდა დაასრულოს, რისთვისაც 2013 წლამდე დაგეგმილია 15 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ამ ეტაპზე "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" "ახემა-ჯგუფის" სამეთვალყურეო საჭოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა პროექტით დაგეგმილი ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდეს 2012 წლის ბოლოსთვის და შესაბამისად წინასწარ გაწერილი საინვესტიციო თანხის 90-95% 2012 წლის ბოლომდე გამოიყოს.