განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართველ მეცნიერთა ორდღიან პლენარულ სესიას დაესწრო

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართველ მეცნიერთა ორდღიან პლენარულ სესიას დაესწრო

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართველ მეცნიერთა ორდღიან პლენარულ სესიას დაესწრო.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ განათლების სამინისტროდან აცნობეს, ,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის" ფარგლებში, 20-21 სექტემბერს, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვას.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ორდღიან პლენარულ სესიას აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტარები ესწრებიან

პლენარული სხდომების პარალელურად მოეწყო პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების სამეცნიერო პოტენციალი, ინფორმაცია მიღწეული სამეცნიერო შედეგების, აკადემიური რესურსის შესახებ და სხვ.

ფორუმის ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან: ნანტის უნივერსიტეტი პროფესორი გასტონ ბუაჩიძე (საფრანგეთი), ინდიანას უნივერსიტეტი პროფესორი დოდონა კიზირია (აშშ), ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრის პროფესორი ჯემალ ხუბუა (შვეიცარია) და სხვები.