გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია გრძელდება

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია გრძელდება

გელათის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიაში წმინდანთა გამოსახულებებისა და საერო პირთა პორტრეტების მხატვრობას კონსერვაცია უტარდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ფრესკების კონსერვაცია პირველად ხორციელდება.

ამ ეტაპზე კედლის მხატვრობის გაჯანსაღების I ეტაპი წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს. გელათის მონასტერში მიმდინარე ფიზიკური სამუშაობი იმ გრანდიოზული პროექტის ნაწლია, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.

აღნიშნული სამუშაოები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ქართველი, გერმანელი და ესპანელი სპეციალისტების მიერ ერთობლივად დაიგეგმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ხვალ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებს.

გელათის წმ. გიორგის ეკლესია XIII ს-ის შუახანებშია აგებული და ღმრთისმშობლის ტაძრის მომცრო ასლს წარმოადგენს.